ფრანგულენოვანი ადმინისტრაციული ასისტენტი
Job description
კომპანია GEOPARD Consulting ( http://www.geopard.ge ) აცხადებს ვაკანსიას კლიენტი კომპანიისთვის ლოგისტიკის ფრანგულენოვანი ადმინისტრაციული ასისტენტის პოზიციაზე, რაც გულისხმობს სატრანსპორტო დოკუმენტების დახარისხებას, ბაზების განახლებასა და ბაზებში ინფორმაციის შეყვანა/დამუშავებას წინასწარ შემუშავებული პროცედურების შესაბამისად. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** ფრანგული ენის კარგ დონეზე ცოდნა. ** სასურველია ფრანგულენოვან ქვეყანაში ცხოვრების/სწავლის გამოცდილება. ** სამუშაო გამოცდილება არ მოითხოვება სატრანსპორტო/ლოგისტიკის კუთხით (კომპანია უზრუნველყოფს კადრის სრულ გადამზადებას ადგილზე ან/და მივლინებას კლიენტ კომპანიასთან საფრანგეთში). ** საოფისე პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება. ** გამართული წერითი კომუნიკაციის უნარი. ** სიზუსტე, აკურატულობა. ** გუნდური მუშაობის უნარი. სამუშაო პირობები: ** სამუშაო ადგილი: თბილისი, ბელიაშვილის ქუჩა; ** დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი; ** სამუშაო საათები (ზაფხულის პერიოდში): 11:00 - 20:00 (1-საათიანი შესვენებით); ** ჰიბრიდული რეჟიმი: კვირაში 3 დღე ოფისიდან, 2 დღე დისტანციურად; ** დასვენების დღეები: შაბათი და კვირა; ** დაწყების თარიღი: დაუყოვნებლივ. ანაზღაურება: საწყისი ხელფასი: 1 800 ლარი (ხელზე ასაღები); ხელფასის მატება: 12 თვეზე - 150 ლარი, 18 თვეზე - 150 ლარი, 24 თვეზე - 150 ლარი , 36 თვეზე - 100 ლარი. დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV (ფრანგულად ან ინგლისურად) ელექტრონულ მისამართზე: [email protected] არა უგვიანეს 2025 წლის 30 ივლისისა . გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში.