ფრანგული ენის პედაგოგი
Job description
" აზროვნების აკადემიის სკოლაში " მოსწავლეს დახვდება უსაფრთხო, ემოციურად ჯანსაღი, თანამშრომლობასა და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული სასწავლო გარემო. ჩვენი მიზანია, კლასიკური და თანამედროვე განათლების პრინციპების შერწყმით, მოსწავლეები ჩამოვაყალიბოთ მუდმივ შემეცნებაზე ორიენტირებულ, წიგნიერ, კრიტიკულად მოაზროვნე და პასუხისმგებლობიან პიროვნებებად. ჩვენს სკოლაში სასწავლო პროცესი იგეგმება და წარიმართება გამოცდილი აკადემიური პერსონალის, მასწავლებელთა და ფსიქოლოგთა აქტიური თანამშრომლობით. აზროვნების აკადემიის სკოლის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე: https://school.azraki.ge/ აზროვნების აკადემია აცხადებს კონკურსს ფრანგული ენის პედაგოგის პოზიციაზე. ფუნქცია-მოვალეობები: ** გეგმავს, ამზადებს და ატარებს ფრანგული ენის გაკვეთილებს ეროვნული სასწავლო გეგმისა და სკოლის კურიკულუმის შესაბამისად. ** ქმნის უსაფრთხო, პოზიტიურ და მოსწავლის განვითარებაზე ორიენტირებულ სასწავლო გარემოს. ** იყენებს თანამედროვე, ასაკობრივად შესაბამის და მრავალფეროვან სწავლების მეთოდებსა და რესურსებს. ** ავითარებს მოსწავლეთა მოსმენის, საუბრის, კითხვისა და წერის უნარებს. ** რეგულარულად აფასებს მოსწავლეთა აკადემიურ პროგრესს და აწარმოებს შეფასების დოკუმენტაციას. ** მოსწავლეებს აძლევს დროულ და კონსტრუქციულ უკუკავშირს. ** თანამშრომლობს კლასის დამრიგებელთან, მშობლებთან და სკოლის ადმინისტრაციასთან. ** მონაწილეობს სასკოლო პროექტების, კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში. ** ზრუნავს პროფესიულ განვითარებაზე და აქტიურად მონაწილეობს სკოლის მიერ დაგეგმილ სამუშაო შეხვედრებსა და ტრენინგებში. ** იცავს სკოლის შინაგანაწესსა და პროფესიული ეთიკის ნორმებს. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება ფრანგული ენის, ფრანგული ფილოლოგიის, უცხო ენების სწავლების ან მონათესავე მიმართულებით. ** ფრანგული ენის მაღალ დონეზე ცოდნა (სასურველია მინიმუმ B2-C1 დონე). ** სასურველია დაწყებით საფეხურზე მუშაობის გამოცდილება. ** თანამედროვე სწავლების მეთოდებისა და შეფასების სისტემების ცოდნა. ** კომპიუტერული პროგრამებისა და ციფრული სასწავლო რესურსების გამოყენების უნარი. კომპეტენციები და უნარები: ** მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების დაგეგმვისა და ეფექტურად განხორციელების უნარი. ** კლასის ეფექტური მართვისა და პოზიტიური სასწავლო გარემოს შექმნის უნარი. ** მოსწავლეთა მოტივაციის, კრიტიკული აზროვნებისა და შემოქმედებითი უნარების განვითარების ხელშეწყობის კომპეტენცია. ** დიფერენცირებული სწავლებისა და ფორმატიული შეფასების მეთოდების ეფექტურად გამოყენების უნარი. ** სასწავლო პროცესში ციფრული ტექნოლოგიებისა და საგანმანათლებლო რესურსების გამოყენების უნარი. ** ეფექტური წერითი და ზეპირი კომუნიკაციის, თანამშრომლობისა და გუნდური მუშაობის უნარი. ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, პროფესიული ეთიკის დაცვა და შედეგზე ორიენტირებულობა. ** დროის ეფექტურად მართვის, ორგანიზებულობისა და პრობლემების გადაჭრის უნარი. ** ცვლილებებთან ადაპტაციის, ინიციატივიანობისა და პროფესიული განვითარების მუდმივი მზაობა. ** ბავშვებთან კეთილგანწყობილი, ემპათიური და პატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობის დამყარების უნარი. დამატებითი ინფორმაცია: ** სამუშაო ადგილი: თბილისი, ბაგები, ზურაბ საკანდელიძის #9 (მეტრა პარკი) ** სამუშაო გრაფიკი: თვეში 8 საათი ** სამუშაო დღეები: კვირაში 2 დღე ** ანაზღაურება: განისაზღვრება გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად. ჩვენ გთავაზობთ: ** კვებით უზრუნველყოფას ** http://onlineacademia.ge -ზე წვდომას ** აზროვნების აკადემიის კურსებსა და სალონურ საუბრებზე უფასო დასწრებას. ** ჩვენი გამომცემლობის წიგნებზე 50%-იან ფასდაკლებას. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე ქართულ ენაზე გამოგზავნოთ ელფოსტაზე: [email protected] და ელფოსტის "Subject"-ში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 22 ივლისი, 2026 წ . მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის! თქვენი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, რომელიც დამუშავდება შპს "აზროვნების აკადემია მოზარდებისთვის" მიერ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მონაცემები დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 1 წლის განმავლობაში. თქვენი მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე ან დარეზერვდეს სხვა რელევანტური პოზიციისთვის. თუ ეთანხმებით აღნიშნულ პირობებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.