TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / პროდუქტის მფლობელი - გადახდების განვითარების ლიგა

პროდუქტის მფლობელი - გადახდების განვითარების ლიგა

თიბისი თბილისი ქართული
Posted Jul 06, 2026 1 day ago apply by Aug 04, 2026

Job description

სს "თიბისი ბანკი" აცხადებს ვაკანსიას: პროდუქტის მფლობელი - გადახდების განვითარების ლიგა კომპანიის აღწერა ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ. ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით. მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს სამუშაოს აღწერა თიბისის, გადახდევის განვითარების ლიგაში ვეძებთ - პროდუქტის მფლობელს გადარიცხვების პროდუქტების სტრატეგიული განვითარება და მართვა, მომხმარებლის, ბიზნესისა და ორგანიზაციისთვის მაქსიმალური ღირებულების შექმნის მიზნით. როლი პასუხისმგებელია პროდუქტის ხედვის, სტრატეგიისა და განვითარების მიმართულებების განსაზღვრაზე, ბიზნეს შედეგების მიღწევაზე, მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებასა და მრავალფუნქციური გუნდების ეფექტიან თანამშრომლობაზე. ძირითადი პასუხისმგებლობები განსაზღვრავს გადარიცხვების პროდუქტების სტრატეგიას, ხედვასა და გრძელვადიან განვითარების როუდმეფს. მართავს პროდუქტის პორტფელს და უზრუნველყოფს მისი განვითარების შესაბამისობას ბანკის სტრატეგიულ მიზნებთან. ინოვაციური გადარიცხვების შესაძლებლობების განვითარება იღებს მონაცემებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს მომხმარებლის საჭიროებების, ბაზრის ტენდენციებისა და ბიზნეს შესაძლებლობების ანალიზის საფუძველზე. პასუხისმგებელია პროდუქტის კომერციულ შედეგებზე, ზრდაზე, მომხმარებლის გამოცდილებასა და ძირითადი ბიზნეს მეტრიკების გაუმჯობესებაზე. უზრუნველყოფს პროდუქტული ინიციატივების ეფექტიან დაგეგმვას, პრიორიტეტიზაციასა და განხორციელებას. თანამშრომლობს ბიზნეს, ტექნოლოგიურ, ოპერაციულ, რისკების, შესაბამისობისა და იურიდიულ გუნდებთან საერთო მიზნების მისაღწევად. მართავს სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობებს და მონაწილეობს პროდუქტის ეკოსისტემის განვითარებაში. უზრუნველყოფს პროდუქტების შესაბამისობას მარეგულირებელ მოთხოვნებთან, რისკებისა და უსაფრთხოების სტანდარტებთან. ხელმძღვანელობს პროდუქტულ გუნდს, ავითარებს თანამშრომლებს და ხელს უწყობს მაღალი ჩართულობისა და შედეგებზე ორიენტირებული კულტურის ჩამოყალიბებას. კვალიფიკაცია პროდუქტის მართვის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება, მათ შორის ფინანსურ სექტორში ან ციფრული პროდუქტების განვითარების მიმართულებით. გადარიცხვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება რეგულაციებიების საფუძვლიანი ცოდნა ტექნიკურ ამოცანებზე ( გუნდებთაბ) მუშაობის გამოცდილება სტრატეგიული პროდუქტის განვითარებისა და პროდუქტის სრული სასიცოცხლო ციკლის (Product Lifecycle) მართვის გამოცდილება. მომხმარებელზე ორიენტირებული და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების გამოცდილება. Agile მეთოდოლოგიებითა და მრავალფუნქციურ გუნდებთან მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება. ბიზნეს, ტექნოლოგიურ და ოპერაციულ გუნდებთან ეფექტიანი თანამშრომლობისა და სტეიკჰოლდერების მართვის ძლიერი გამოცდილება ლიდერული გამოცდილება, სტრატეგიული ხედვა და ცვლილებების მართვის უნარი. ინგლისური ენების კარგი ცოდნა. განაცხადის შესატანად, გთხოვთ მიჰყვეთ ბმულს: https://smrtr.io/zG6rw