Recruiting Intern
Job description
თუ გაინტერესებს ადამიანური რესურსების მართვა, რეკრუტინგი და გინდა მიიღო რეალური სამუშაო გამოცდილება, ეს სტაჟირება სწორედ შენთვისაა ჩვენ ვეძებთ აქტიურ, ცნობისმოყვარე და პასუხისმგებლიან სტაჟიორს, ვისაც სურს სწავლა პრაქტიკით და არა მხოლოდ თეორიით. სტაჟირების ხანგრძლივობა: 4 თვე ფორმატი: ჰიბრიდული რას გააკეთებ სტაჟირების განმავლობაში? (ნუ შეგეშინდება - ყველაფერს ეტაპობრივად გასწავლით) • დაგვეხმარები ვაკანსიების განთავსებაში (LinkedIn, jobs.ge და სხვა პლატფორმები) • ისწავლი LinkedIn-ით ვაკანსიის შესაფერისი კანდიდატების მოძიებას • გადაარჩევ შემოსულ რეზიუმეებს მარტივი და გასაგები კრიტერიუმებით • შეავსებ და განაახლებ კანდიდატების მონაცემებს სისტემაში • დაუკავშირდები კანდიდატებს • დაგეგმავ ინტერვიუებს (კალენდარი, მოწვევები) • დაესწრები გასაუბრებებს ვის ვეძებთ? • ვისაც რეალურად აინტერესებს HR და/ან რეკრუტინგი • ვისაც შეუძლია ორგანიზებულად მუშაობა და ყურადღებიანია დეტალების მიმართ • ვისაც სურს სწავლა, განვითარება და უკუკავშირის მიღება • ვისაც აქვს საბაზისო კომპიუტერული უნარები რას მიიღებ ჩვენთან? • რეალურ გამოცდილებას რეკრუტინგისა და HR სფეროში • პრაქტიკულ ცოდნას, რომელსაც მომავალ სამსახურში ნამდვილად გამოიყენებ • მენტორის მხარდაჭერას და ეტაპობრივ სწავლებას • მეგობრულ და მხარდამჭერ გუნდს