რეზერვაციების მენეჯერის ასისტენტი
Job description
სს "ჯორჯია დესთინეიშენ მენეჯმენტი" , რომელიც შემომყვანი ტურიზმით არის დაკავებული და პარტნიორი კომპანიები ჰყავს "გალფი"-სა და "დე სე თე"-ს ქვეყნებში, აცხადებს ვაკანსიას რეზერვაციების მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე. საკვალიფიკაციო მოთხოვნები და სამუშაო პირობები: ** აუცილებელია უცხო ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა; ** საოფისე პროგრამების ცოდნა (Microsoft Office: Word; Excel; PowerPoint; Outlook). ** სამუშაო დრო: 10:00 -18:00 მდე ორშაბათიდან -პარასკევის ჩათვლით; ** შრომის ანაზღაურება -1500 ლარი (NET) და ბონუსი; (კანდიდატები განიხილებიან ტურიზმის / სასტუმროს გამოცდილებით) მოვალეობები: ** უცხოელ და ადგილობრივ პარტნიორებთან პროფესიონალური კომუნიკაცია ელფოსტისა და სხვა არხების საშუალებით — თანამშრომლობა ტურისტული შეთავაზებების, ფასების და ხელშეკრულების პირობების შესათანხმებლად. ** სასტუმროებთან და სხვა მომსახურების მომწოდებლებთან მუდმივი კავშირი — ჯავშნების გაკეთება, დადასტურება, ცვლილებების ან გაუქმებების მართვა. ** სხვადასხვა კატეგორიის ტურისტებისთვის (ჯგუფური) საინტერესო და კონკურენტუნარიანი ტურისტული პაკეტების შედგენა და შეთავაზება. ** რეზერვაციების მართვა: მიღებული ჯავშნების ზუსტი და დროული დაფიქსირება სარეზერვაციო სისტემაში, მონაცემების განახლება და კონტროლი. ** საჭიროების შემთხვევაში, მონაწილეობა შიდა ან საერთაშორისო მივლინებებში, კომპანიის წარმომადგენლად შეხვედრებსა და ღონისძიებებზე. საჭირო უნარები: ** კარგი წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი (ქართულ და ინგლისურ ენაზე) ** პრობლემური საკითხების პროფესიონალურად მოგვარების უნარი; ** მოლაპარაკებების წარმოება სასურველი შედეგის მისაღწევად; დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.მისამართზე: [email protected] გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "რეზერვაციების მენეჯერის ასისტენტი" გისურვებთ წარმატებას!