TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / საერთაშორისო შესყიდვების სპეციალისტი

საერთაშორისო შესყიდვების სპეციალისტი

ნოვა ბათუმი ქართული
Posted Jul 06, 2026 1 day ago apply by Aug 04, 2026

Job description

ნოვა აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - საერთაშორისო შესყიდვების სპეციალისტი ქალაქი - ბათუმი, აეროპორტის გზატკეცილი N261 ძირითადი მოვალეობები: მონაწილეობას იღებს ასორტიმენტის საერთო სტრატეგიის განვითარებაში; პროდუქციის შესყიდვის და გაყიდვის პროცესების კონტროლი; უზრუნველყოფს შიდა გადაზიდვებს ისე, რომ არ შეიქმნას მარაგების დეფიციტი ან სიჭარბე; უზრუნველყოფს ახალი მომწოდებლების და ასევე პროდუქტების მოძიებას და მომწოდებელთა პორტფელის მართვას; იღებს მონაწილეობას ფასწარმოქმნის ანალიზში და პროდუქციის ფასების შემუშავებაში; აკონტროლებს მომწოდებლებთან შეთანხმებული, სახელშეკრულებო პირობების შესრულებას; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უმაღლესი განათლება (მენეჯმენტი / ლოჯისტიკა / ფინანსები); მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება; კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (განსაკუთრებით Excel-ი); ქართული ენის სრულყოფილად ფლობა და გამართული მეტყველება; ინგლისური ან რუსული ენის სრულყოფილი ცოდნა. პიროვნული თვისებები: სამუშაოს დაგეგმვის, განაწილების და ბოლომდე მიყვანის უნარი; პედანტურობა; მოლაპარაკების წარმოების უნარი; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; პუნქტუალურობა; გუნდური მუშაობის უნარი; ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი. ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/jNZ5S8j