TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / სახელმწიფო შესყიდვების მენეჯერი

სახელმწიფო შესყიდვების მენეჯერი

state-catering-support- Georgia ქართული
Posted Jul 09, 2026 1 day ago apply by Jul 31, 2026

Job description

კომპანია შპს "სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა" აცხადებს ვაკანსიას სახელმწიფო შესყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე, ქ. თბილისში. ძირითადი მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება (ბიზნესის ადმინისტრირება/ ეკონომიკა/იურიდიული მიმართულება); ** პრიორიტეტულია მუშაობის გამოცდილება სახელმწიფო შესყიდვების მიმართულებით; ** სახელმწიფო შესყიდვების სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ცოდნა; ** ანალიტიკური აზროვნება და მონაცემებთან მუშაობის გამოცდილება; ** პრიორიტეტულია უცხო ენების ცოდნა - ინგლისური, რუსული; ** საოფისე პროგრამების სრულყოფილად ცოდნა. ფუნქცია-მოვალეობები: ** სახელმწიფო შესყიდვების მოსამზადებელი სამუშაოების, უშუალოდ შესყიდვის პროცედურებისა და პროცესების ორგანიზება-კოორდინაცია, წარმართვა და შესყიდვებისათვის საჭირო დოკუმენტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება; ** სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებების საფუძველზე, სათანადო დოკუმენტაციის მომზადება და სახელმწიფო შესყიდვის ელექტრონული ტენდერების ჩატარებაში მონაწილეობის მიღება; ** "სპეციალური წესით საქონლის შესყიდვის კომისიისა და კომისიის აპარატის" გადაწყვეტილების საფუძველზე, სათანადო დოკუმენტაციის მომზადება; ** ბაზრის კვლევა და მისი ანალიზი, შესყიდვის საშუალების შერჩევა და შესაბამისი დოკუმენტაციის შედგება; ** სატენდერო/საკონკურსო პროცედურების წარმართვაში მონაწილეობის მიღება, ოქმების მომზადება და ა.შ ** სხვადასხვა ტიპის დოკუმენტაციის მომზადება (მოხსენებითი ბარათი, წერილი და ა.შ); ** ხელშეკრულებების პროექტების მომზადება და გაფორმების უზრუნველყოფა; ** უშუალო ხელმძღვანელისაგან მიღებული დავალებების/მითითებების დროულად, ხარისხიანად და ეფექტურად შესრულება; პიროვნული კომპეტენციები/უნარები: ** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი; ** პრობლემების გადაჭრის უნარი; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** გადაწყვეტილების მიღების უნარი; ** კომუნიკაბელური; ** დისციპლინირებული/პუნქტუალური; ** დეტალებზე ორიენტირებული; ჩვენ გთავაზობთ: ** ჯანმრთელობის დაზღვევას; ** ჯანსაღ სამუშაო გარემოსა და მეგობრულ გუნდს; ** სამუშაო საათები: 09:00-18:00 / (1 საათი შესვენება); ** სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი / კვირაში 5 დღე; ** ანაზღაურება: შეთანხმებით. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] , ან დაგვიკავშირდით შემდეგ ტელეფონის ნომერზე: 995 32 2 200 122, 2026 წლის 31 ივლისის ჩათვლით. მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის! პატივისცემით, შპს "სახელმწოფო კვებითი უზრუნველყოფა`