სამშენებლო მასალების გაყიდვების მენეჯერი
Job description
კომპანია „მედეგი სთილ“ აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო მასალების გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. თუ გაქვთ სამშენებლო მასალების გაყიდვების გამოცდილება, კარგად ფლობთ მოლაპარაკებების წარმოების უნარს და ორიენტირებული ხართ შედეგზე, გიწვევთ ჩვენს გუნდში. ძირითადი მოვალეობები: სამშენებლო ობიექტებისა და სამშენებლო მაღაზიების წარმომადგენლებთან შეხვედრებისა და მოლაპარაკებების წარმოება; კომპანიის პროდუქციის პრეზენტაცია; პროდუქციის შეთავაზება და პროფესიული კონსულტაციის გაწევა; შეკვეთების გაფორმება და მიწოდების პირობების კოორდინაცია; პოტენციურ და არსებულ კლიენტებთან მუდმივი კომუნიკაცია: კომერციული შეთავაზებების გადაგზავნა, სიახლეების გაცნობა და შემდგომი კომუნიკაციის წარმოება; ბაზრის მუდმივი მონიტორინგი და ახალი კლიენტების მოძიება; საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მივლინება ბაზრის კვლევის, ახალი მომხმარებლების მოძიებისა და რეალიზაციის ზრდის მიზნით; ყოველკვირეული და ყოველთვიური ანგარიშების (რეპორტების) მომზადება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სამშენებლო მასალების გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება; სამშენებლო მასალებისა და ბაზარზე არსებული თანამედროვე ტენდენციების ცოდნა; მოლაპარაკებებისა და გაყიდვების წარმოების გამოცდილება; კომუნიკაბელურობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და შედეგზე ორიენტირებულობა; MS Office-ის პროგრამების საბაზისო ცოდნა. უპირატესობად ჩაითვლება: ინგლისური და/ან რუსული ენის ცოდნა; სამშენებლო სექტორში არსებული კონტაქტები და გამოცდილება; ჩვენ გთავაზობთ: კონკურენტულ ანაზღაურებას – ფიქსირებული ხელფასი + პროცენტი რეალიზაციიდან; პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას; სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს. თუ მზად ხართ გახდეთ „მედეგი სთილის“ გუნდის წევრი, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV და ჩვენ დაგიკავშირდებით: [email protected]