სამუშაოთა მწარმოებელი/პრარაბი
Job description
სამშენებლო კომპანია აცხადებს ვაკანსიას სამუშაოთა მწარმოებლის/პრარაბის პოზიციაზე. ვეძებთ გამოცდილ, პასუხისმგებლობიან და ორგანიზებულ კანდიდატს, რომელიც უზრუნველყოფს სამშენებლო სამუშაოების ყოველდღიურ მართვას, კოორდინაციასა და შესრულების კონტროლს. სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები ** სამშენებლო სამუშაოების ყოველდღიური დაგეგმვა და კოორდინაცია; ** სამუშაო პროცესის ზედამხედველობა პროექტისა და გრაფიკის შესაბამისად; ** სამშენებლო ბრიგადებისა და ქვეკონტრაქტორების საქმიანობის კოორდინაცია; ** შესრულებული სამუშაოების ხარისხისა და ვადების კონტროლი; ** სამშენებლო მასალების მიღების, გამოყენებისა და ხარჯვის მონიტორინგი; ** სამუშაოს შესრულების პროცესში სამშენებლო ნორმებისა და უსაფრთხოების მოთხოვნების კონტროლი; ** ტექნიკურ დოკუმენტაციასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა; ** სამუშაო ჟურნალებისა და სხვა საჭირო დოკუმენტაციის წარმოება; ** პროექტის ხელმძღვანელთან, მთავარ ინჟინერთან და ტექნიკურ პერსონალთან ყოველდღიური კოორდინაცია; ** სამუშაო პროცესში წარმოქმნილი ტექნიკური საკითხების დროული იდენტიფიცირება და გადაჭრა; ** ყოველდღიურად შესრულებული სამუშაოს მოცულობების, ბრიგადების შესრულებისა და მასალების ხარჯვის აღრიცხვა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი ან პროფესიული განათლება სამშენებლო მიმართულებით; ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3-5-წლიანი გამოცდილება; ** სამშენებლო ტექნოლოგიებისა და მასალების კარგი ცოდნა; ** სამშენებლო ნახაზებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის წაკითხვის უნარი; ** სამშენებლო ნორმებისა და უსაფრთხოების წესების ცოდნა; ** MS Office-ის ცოდნა; AutoCAD-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; ** B კატეგორიის მართვის მოწმობა ჩაითვლება უპირატესობად. პიროვნული თვისებები: ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; ** ლიდერული უნარები და გუნდის მართვის შესაძლებლობა; ** ორგანიზებულობა და დისციპლინირებულობა; ** პრობლემების სწრაფად გადაჭრის უნარი; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** ეფექტური კომუნიკაციის უნარი; ** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი; ** შედეგზე ორიენტირებულობა. ჩვენ გთავაზობთ: ** კონკურენტულ ანაზღაურებას; ** სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს; ** პროფესიული განვითარების და კარიერული ზრდის შესაძლებლობას; ** საინტერესო და მასშტაბურ სამშენებლო პროექტებზე მუშაობას; ** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 2026 წლის 9 აგვისტომდე ელფოსტაზე: [email protected] . გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "სამუშაოთა მწარმოებელი". დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.