საოპერაციო მენეჯერი
Job description
კომპანია Bound Solutions აცხადებს ვაკანსიას საოპერაციო მენეჯერის პოზიციაზე. ხელფასი: 5,000-6,000 ლარი (NET) გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი მდებარეობა: ქვიშხეთი ძირითადი მოვალეობები: სასტუმროს ყოველდღიური ოპერაციების სრული მართვა და კონტროლი, მომსახურების უწყვეტობისა და ხარისხის უზრუნველყოფა; Front Office, Housekeeping, Food & Beverage, Engineering/Maintenance, Security და სხვა საოპერაციო დეპარტამენტების საქმიანობის კოორდინაცია და ზედამხედველობა; სასტუმროს მომსახურების სტანდარტების, შიდა რეგულაციებისა და საოპერაციო პროცედურების (SOP) დანერგვა, შესრულების კონტროლი და მუდმივი გაუმჯობესება; სტუმრების კმაყოფილების მაღალი დონის უზრუნველყოფა, მათი საჩივრებისა და პრობლემური შემთხვევების დროული და ეფექტური მართვა; თანამშრომლების საქმიანობის მონიტორინგი, სამუშაო პროცესის შეფასება, მოტივაცია, პროფესიული განვითარების ხელშეწყობა და საჭიროების შემთხვევაში ტრენინგების ორგანიზება; სხვადასხვა დეპარტამენტის სამუშაო გრაფიკების, რესურსებისა და ადამიანური კაპიტალის ეფექტიანი დაგეგმვა; საოპერაციო ხარჯების კონტროლი, რესურსების ოპტიმალური გამოყენება და საოპერაციო ბიუჯეტის შესრულების მონიტორინგი; სასტუმროს სისუფთავის, ტექნიკური გამართულობის, უსაფრთხოების, სანიტარული და ჰიგიენური ნორმების დაცვის მუდმივი კონტროლი; VIP სტუმრების მიღების, ჯგუფური ჯავშნების, კონფერენციებისა და სპეციალური ღონისძიებების ოპერაციული კოორდინაცია; საოპერაციო ანგარიშების, KPI-ების, სტუმართა შეფასებებისა და მომსახურების ხარისხის ანალიზი, შესაბამისი ანგარიშების მომზადება ხელმძღვანელობისთვის; სასტუმროს ფინანსური შედეგების გაუმჯობესების მიზნით პროცესების ოპტიმიზაცია და მომსახურების ხარისხის მუდმივი განვითარება; თანამშრომლობა გაყიდვების, მარკეტინგის, ფინანსური და ადამიანური რესურსების დეპარტამენტებთან საერთო საოპერაციო მიზნების მისაღწევად; საგანგებო სიტუაციების მართვა, უსაფრთხოების პოლიტიკის დაცვა და კრიზისულ შემთხვევებზე სწრაფი რეაგირება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები სასტუმროს ინდუსტრიაში მინიმუმ 3–5 წლიანი სამუშაო გამოცდილება, მათ შორის მინიმუმ 2 წელო მენეჯერულ პოზიციაზე; სასტუმროს საოპერაციო პროცესების, მომსახურების საერთაშორისო სტანდარტებისა და სტუმართმასპინძლობის სფეროს კარგი ცოდნა. სასტუმროს მართვის პროგრამებთან, Microsoft Office-ის პროგრამებთან და საოპერაციო ანგარიშგების სისტემებთან მუშაობის გამოცდილება. ფინანსური ანალიზის, ბიუჯეტირების, ხარჯების კონტროლისა და საოპერაციო დაგეგმვის უნარი. ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა (დამატებითი უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად); ძლიერი ლიდერული და მენეჯერული უნარები; გადაწყვეტილებების სწრაფად და ეფექტურად მიღების უნარი; პრობლემების ანალიზისა და ეფექტური გადაწყვეტის უნარი; მრავალფუნქციურ გარემოში მუშაობისა და პრიორიტეტების მართვის უნარი. დაინტერესების შემთვევაში CV გაგვიზიარეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: [email protected] CV-ს გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ: თქვენი პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, დაბადების თარიღი, ელფოსტა, ინფორმაცია განათლებისა და სამუშაოგამოცდილების (ადგილის) შესახებ და სხვა თქვენს მიერ მოწოდებული დამატებითი ინფორმაცია) დამუშავდეს ან/და შენახულ იქნეს შპს „ბოუნდ ეიჩარ სოლუშენის” მიერ; ასევე ეთანხმებით, პერსონალური ინფორმაციის გადაცემას მესამე პირებისათვის (დამსაქმებელი კომპანიებისათვის); პერსონალური ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ კანდიდატების (სამუშაოს მაძიებლის) შერჩევის პროცესში; პერსონალური ინფორმაციის შენახვის ვადა შეადგენს 1 (ერთი) წელს; აქვე განგიმარტავთ, რომ თქვენ ნებისმიერ დროს გაქვთ უფლება გამოიხმოთ აღნიშნული თანხმობა და მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწვეტა (მათ შორის: წაშლა, განადგურება და ა.შ.)