საცალო და კორპორაციული გაყიდვების თანამშრომელი
Job description
კომპანია "სხივი+" აცხადებს ვაკანსიას საცალო და კორპორაციული გაყიდვების თანამშრომლის პოზიციაზე. "სხივი+" წარმოადგენს ავეჯისა და შუშის აქსესუარების და ასევე ალუმინის პროფილების იმპორტიორ კომპანიას. ფუნქცია-მოვალეობები: ** კლიენტის საჭიროების დადგენა და შესაბამისი პროდუქციის შეთავაზება; ** გაყიდვების ზრდაზე მუდმივი ორიენტირებულობა და ზრუნვა; ** დარბაზის მარაგების გადამოწმება/შევსება/კონტროლი; ** მომხმარებლის მიერ შერჩეული პროდუქციის გამზადება; ** გაყიდვების სრულად ორგანიზება; ** მოლარესთან საბოლოო შედარების უზრუნველყოფა. ძირითადი მოთხოვნები: ** მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება სარემონტო მიმართულებით (გაყიდვების სფეროში); ** სასურველია ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა. უნარ-ჩვევები: ** პუნქტუალურობა ** ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა; ** ეფექტური კომუნიკაციის უნარი; ** ორგანიზებულობა; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** სწრაფად ათვისების უნარი; ** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება; ** დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირებისა და მუშაობის უნარი. ჩვენ გთავაზობთ კომფორტულ სამუშაო გარემოს, კარიერულ ზრდას და მზარდ შრომით ანაზღაურებას. სამუშაო პირობები: ** ანაზღაურება: 1600 ლარი ზრდის პერსპექტივით + ბონუსი (800-1000 ლარი) ** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე 09:00-დან 18:00 საათამდე. ** დასვენების დღე: კვირაში 2 დღე. დამატებითი ბენეფიტი: ჯანმრთელობის დაზღვევა და კვება. დაინტერესებულმა პირებმა ვინც ფიქრობთ რომ გაყიდვები თქვენი სფეროა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება! გისურვებთ წარმატებებს და კარიერულ ზრდა-განვითარებას ჩვენს გუნდში.