TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / საწყობის მენეჯერის თანაშემწე

საწყობის მენეჯერის თანაშემწე

caucasus-transport-and-logistics-KTL Georgia ქართული
Posted Jul 09, 2026 1 day ago apply by Aug 09, 2026

Job description

შპს "კავკასიის ტრანსპორტი და ლოგისტიკა" (KTL) - კომპანიას რომელსაც აქვს 22 წლიანი გამოცდილება საერთაშორისო გადაზიდვებში, ფლობს საკუთარ ავტოპარკსა და საბაჟო საწყობებს საქართველოსა და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში. მომხმარებელს ვთავაზობთ საერთაშორისო გადაზიდვების სრულ სპექტრს. ჩვენი წარმატების უკან დგანან პროაქტიული და პროფესიონალი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ რომ საერთო მონდომებით ნებისმიერი დასახული მიზნის მიღწევა შესაძლებელია. ჩვენს გასაცნობად გადმოდი ბმულზე: https://ktl-georgia.com/ge ამჯერად ვეძებთ გუნდის ახალ წევრს საწყობის მენეჯერის თანაშემწის პოზიციაზე. ანაზღაურება მზარდი: 1300 - 1600 სამუშაო განაკვეთი: სრული სამსახურის მდებარეობა: ქ. თბილისი, ტერმინალი ლილო 1 ფუნქცია მოვალეობები: ** ტერმინალში შემოსული მანქანების დაცლა-დატვირთვის უზრუნველყოფა; ** დადგენილი სტანდარტის მიხედვით ტვირთის მიღება-დასაწყობება; ** პროდუქციის შეკრება/სტანდარტის მიხედვით მომზადება მიმღებისთვის გადასაცემად; ** სამუშაო სივრცის მოწესრიგება ** უსაფრთხოების სტანდარტის დაცვა აუცილებელი მოთხოვნები: აქტიურ გარემოში მუშაობის უნარი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** საშუალო განათლება ** სამუშაო გამოცდილება სასაწყობე მიმართულებით (სასურველი) ** ინგლისური ენის ცოდნა - A1/Elementary ** Microsoft Office პროგრამების ცოდნა, ERP სისტემაში მუშაობის უნარი (სასურველი) პიროვნული თვისებები: ** ოპერატიული ** ორგანიზებული ** დეტალებზე ორიენტირებული ** გუნდურად მომუშავე ჩვენ გთავაზობთ: ** ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს (დასაქმების მე-4-ე თვიდან) ** დასაქმებას დინამიურ და მზარდ კომპანიაში ** განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაოს დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგზავნოთ რეზუმე [email protected] და მეილის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება. აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია შპს "კავკასიის ტრანსპორტი და ლოგისტიკა"-მ დაამუშაოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურის წარმართვა - კანდიდატის შესაბამისობის დადგენა ამ და ასევე შესაძლო სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით. "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც შესაბამისი მოთხოვნით უნდა მოგვმართოთ ელ ფოსტაზე: [email protected]