TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / საწყობის თანამშრომელი

საწყობის თანამშრომელი

nb-group Georgia ქართული
Posted Jul 09, 2026 1 day ago apply by Aug 09, 2026

Job description

შპს "ნბ ჯგუფი" , სავენტილაციო სისტემების და სამონატაჟო მასალების იმპორტიორი და რეალიზატორი კომპანია 17 წლიანი გამოცდილებით, აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე. საწყობის თანამშრომლის პოზიციის მიზანია იმპორტირებული/ ადგილობრივი საქონლის მიღება, უსაფრთხო შენახვა, ზუსტი აღრიცხვა, შეუფერხებლად და სწორად გაცემის უზრუნველყოფა მომხმარებელზე, კომპანიის ოპერაციული პროცესების მხარდაჭერა და მის მიერ განსაზღვრული სასაწყობე სტანდარტების დაცვა. ფუნქციები: ** იმპორტირებული / ადგილობრივი საქონლის მიღება შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე; ** მიღებული საქონლის რაოდენობრივი და ვიზუალური ხარისხობრივი შემოწმება, დათვლა; ** დაზიანებული, ნაკლოვანი ან შეუსაბამო საქონლის იდენტიფიცირება და დაფიქსირება; ** საქონლის სწორად განთავსება საწყობში კატეგორიის, ტიპის, ზომის და დანიშნულების მიხედვით; ** საწყობში წესრიგისა და სისუფთავის უზრუნველყოფა; ** ნაშთების ყოველდღიური კონტროლი; ** სხვაობების გამოვლენა და მათი აღმოფხვრა; ** საჭიროების შემთხვევაში კომპანიის საწყობებს შორის საქონლის ტრანსპორტირება კომპანიის ავტომობილით; ** გაყიდვებისთვის შეკვეთების სწრაფი და ზუსტი მომზადება; ** საქონლის გაცემა მომხმარებელზე; ** საქონლის დატვირთვა/გადმოტვირთვა; ** გაცემული საქონლის შესაბამისობის კონტროლი შეკვეთასთან; ** გეგმიურ და არაგეგმიურ ინვენტარიზაციებში მონაწილეობა; ** ვადაგასული, დაზიანებული ან არასაბრუნავი საქონლის იდენტიფიცირება; ** შრომის უსაფრთხოების და სახანძრო წესების დაცვა; ** ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენება საჭიროების შემთხვევაში; ** საწყობის ტექნიკისა და ინვენტარის უსაფრთხოდ გამოყენება; ** კომპანიის სატრანსპორტო საშუალების მართვა დაკისრებული დავალებების შესაბამისად; ** საგზაო მოძრაობის წესებისა და უსაფრთხოების ნორმების მკაცრი დაცვა; ** კომპანიის შიდა პოლიტიკისა და ეთიკის ნორმების დაცვა. მოთხოვნები: ** საშუალო ან პროფესიული განათლება (ტექნიკური მიმართულება ჩაითვლება უპირატესობად); ** სასაწყობე საქმიანობის გამოცდილება (სასურველია); ** სავენტილაციო, სამშენებლო ან ტექნიკური მასალების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; ** B კატეგორიის მართვის მოწმობა; ** ავტომობილის მართვის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება. უნარები: ** დისციპლინირებული / პუნქტუალური / ორგანიზებული; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** კონფიდენციალურობის მაღალი მაჩვენებელი; ** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი; ** ფიზიკური დატვირთვით მუშაობის უნარი; ** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი. [email protected]