საწყობის თანამშრომელი
Job description
კომპიუტერული კომპანია " ულტრა " ეძებს საწყობის თანამშრომელს ! "ულტრა" 19 წელია ლიდერობს ადგილობრივ IT ბაზარზე. კომპანიის საქმიანობა მოიცავს საცალო და კორპორატიულ გაყიდვებს, ონლაინ მაღაზიას და სერვის ცენტრს. კორპორატიული მიმართულება, რომელიც წარმატებით თანამშრომლობს როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორთან. თუ ტექნოლოგიების სამყარო გიზიდავს და კომუნიკაცია შენი ძლიერი მხარეა — ამ პოზიციაზე შენთვის შესაფერისი შესაძლებლობა გელოდება! ფუნქცია-მოვალეობები: ** პროდუქციის მიღება, დათვლა და დასაწყობება; ** საწყობში განთავსებული პროდუქციის პერიოდული აღწერა; ** კომპანიის კლიენტებისთვის მისაწოდებელი პროდუქციის გამზადება, პროგრამული აღრიცხვა და მიწოდების კონტროლი; ** შეკვეთების მიღება; მოთხოვნები: ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება; ** კომპიუტერული ტექნიკის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; ძირითადი უნარ-ჩვევები: ** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** გუნდური მუშაობა; სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი; ვაჟა-ფშაველა სამუშაო დრო: სრული განაკვეთი ანაზღაურება: ფიქსირებულს + ბონუსი დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე გამოგვიგზავნეთ ელ. ფოსტაზე: [email protected] . სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება:საწყობის თანამშრომელი. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ კომპანია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დაამუშავებს და შეინახავს თქვენს მონაცემებს 1 წლის ვადით. ასევე შესაძლოა თქვენი კანდიდატურა განიხილოს სხვა რელევანტურ ვაკანსიებზე.