TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / სერვის ცენტრის სერვის-კოორდინატორი

სერვის ცენტრის სერვის-კოორდინატორი

Posted Jul 09, 2026 1 day ago apply by Jul 31, 2026

Job description

" აიტი სერვისების კომპანია F1 " - კომპიუტერული სერვისი აცხადებს ვაკანსიას სერვის ცენტრის სერვის-კოორდინატორის პოზიციაზე. ჩვენი სერვის ცენტრი ემსახურება როგორც ფიზიკურ, ისე მსხვილ იურიდიულ პირებს და ორიენტირებულია მაღალი ხარისხის ტექნიკურ მომსახურებაზე. კომპანიის შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე - https://f1.com.ge/ ჩვენ ვეძებთ კომუნიკაბელურ და ორგანიზებულ გუნდის წევრს, რომელიც იქნება კომპანიის "სახე" სერვის ცენტრში, უზრუნველყოფს კლიენტებთან პირველად კონტაქტს და მართავს ტექნიკის მიღება-ჩაბარების სრულ ციკლს. ძირითადი მოვალეობები: ** სერვის ცენტრში მოსული კლიენტების მიღება და მათთან თავაზიანი, პროფესიონალური კომუნიკაცია; ** შემოსული ტექნიკის (ნოუთბუქები, კომპიუტერები) პირველადი, საბაზისო ვიზუალური დათვალიერება და პრობლემის იდენტიფიცირება; ** მიღებული შეკვეთების რეგისტრაცია და აღრიცხვა სერვის ცენტრის შიდა პროგრამულ სისტემაში; ** შეკეთების პროცესის მონიტორინგი, ტექნიკურ გუნდთან კოორდინაცია და კლიენტებისთვის სტატუსის შესახებ ინფორმაციის დროული მიწოდება; ** შეკეთებული ტექნიკის კლიენტებისთვის გადაცემა და შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმება; ** შემოსულ სატელეფონო ზარებზე, ელექტრონულ ფოსტასა და ონლაინ ჩატში კლიენტების კითხვებზე პასუხის გაცემა და კონსულტაცია. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** მსგავს პოზიციაზე (კლიენტებთან ურთიერთობა, მიმღები, ოპერატორი) მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; ** კომპიუტერული ტექნიკის აგებულებისა და მუშაობის პრინციპების საბაზისო ცოდნა (გამოცდილების არქონის შემთხვევაში, განიხილება ადგილზე შესწავლის შესაძლებლობაც); ** სხვადასხვა პროგრამულ სისტემებთან (CRM/ERP) მუშაობისა და სწრაფი ათვისების უნარი. პიროვნული და პროფესიული თვისებები: ** ეფექტური ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი; ** სტრესულ და კრიტიკულ სიტუაციებში ორიენტაციისა და კონფლიქტების ეფექტურად მართვის უნარი; ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, პუნქტუალურობა და დეტალებზე ორიენტირებულობა. სამუშაო პირობები: ** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:00; შაბათი: 10:00-16:00 (ორ კვირაში ერთხელ); ** ანაზღაურება: კომპეტენციებისა შესაბამისად; ** ოფისი: თბილისი, საბურთალოს რაიონი. განაცხადის მიღების წესი: დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, ელექტრონულ მისამართზე [email protected] გამოაგზავნოთ შემდეგი ინფორმაცია: ** რეზიუმე (CV); ** მოკლე ტექსტი (2 სიტყვით/წინადადებით), სადაც აღწერთ, თუ რატომ ხართ შესაბამისი კანდიდატი ამ პოზიციისთვის. სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: სერვის ცენტრის სერვის-კოორდინატორი. განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 31 ივლისი