TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / სერვისის ოპერატორი

სერვისის ოპერატორი

ნოვა მარნეული ქართული
Posted Jul 06, 2026 1 day ago apply by Aug 04, 2026

Job description

სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ექსპორტიორი კომპანია “ ნოვა ” ( www.NOVA.ge ) აცხადებს ვაკანსიას „სერვისის ოპერატორის“ პოზიციაზე ქ. მარნეული. კომპანია დასაქმების თანაბარ შესაძლებლობებს სთავაზობს ყველა თანამშრომელს და დასაქმების კანდიდატს რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად. პოლიტიკა ძალაშია დასაქმების ყველა პირობის შემთხვევაში, მათ შორის: დაქირავების, დაწინაურების, ხელშეკრულების გაფორმების, კომპენსაციის, პროფესიული განვითარების და ა. შ. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: საოპერაციო და სერვისის პროცესების მართვა (მათ შორის: პროდუქციის მიტანა, მონტაჟი, გადაცვლა, უკან დაბრუნება, განვადებისთვის საჭირო საბუთების მომზადება, მომხმარებლის რეგისტრაცია, ბარათის გაცემა, დოკუმენტაციის მომზადება/ატვირთვა და სხვა ასრებული სერვისები); შეუსაბამობების, შეფერხებების და პრობლემატური შემთხვევების აღრიცხვა; კომპეტენციის ფარგლებში, სხვადასხვა პროცესებში ჩართულობა და დროული რეაგირება და საჭიროების შემთხვევაში უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება. ძირითადი მოთხოვნები: სასურველია უმაღლესი განათლება; Word, Excel-ის ცოდნა. ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/VgvV5kWe