TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / შიდა განვადების ოპერატორი

შიდა განვადების ოპერატორი

kontakt-home Georgia ქართული
Posted Jul 09, 2026 1 day ago apply by Aug 10, 2026

Job description

" Kontakt "-ი არ არის უბრალოდ ტექნიკის მაღაზია — ეს არის სივრცე ინოვაციებისა და საუკეთესო არჩევანისთვის! ჩვენ ვთანამშრომლობთ მსოფლიოს 30-ზე მეტ გიგანტთან (Samsung, LG, Bosch, Huawei, Realme, Sony, Hoffmann და სხვა). ჩვენს მომხმარებლებს ვუქმნით კომფორტს. ჩვენთან უკვე 250-ზე მეტი პროფესიონალი მუშაობს და ჩვენი მთავარი მიზანი შენი კარიერული წინსვლაა. თუ გინდა განვითარდე გარემოში, რომელიც აფასებს შენს შრომას — შენი ადგილი ჩვენთანაა! რა იქნება შენი მისია? შენ იქნები მთავარი რგოლი მომხმარებელსა და სასურველ ნივთს შორის. შენი დახმარებით ტექნიკის შეძენა გახდება მარტივი და ხელმისაწვდომი. რას გააკეთებ, როგორც შიდა განვადების ოპერატორი : ** განიხილავ და დაამუშავებ მომხმარებლის განვადების განაცხადებს; ** გექნება აქტიური კომუნიკაცია მომხმარებლებთან და გაუწევ კვალიფიციურ კონსულტაციას; ** მართავ რისკებს და უზრუნველყოფ მონაცემთა სიზუსტეს; ** გააფორმებ ხელშეკრულებებს და წარმატებით დაასრულებ გაყიდვის პროცესს. ეს ვაკანსია შენთვისაა, თუ: ** ხარ დეტალებზე ორიენტირებული და გიყვარს სიზუსტე; ** კარგად ფლობ MS Office-ის პროგრამებს; ** შეგიძლია კომუნიკაცია ინგლისურ ან რუსულ ენაზე; ** საკრედიტო ან მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება დიდ უპირატესობად. რატომ უნდა აირჩიო "კონტაქტ ჰოუმი"? ** ფინანსური სტაბილურობა: ფიქსირებული ხელფასი + მზარდი ბონუსი; ** კომფორტული გრაფიკი: 40-საათიანი სამუშაო კვირა (კვირაში 5 სამუშაო დღე, 2 დასვენების დღე); ** ჯანმრთელობა: კორპორატიული დაზღვევა შენთვის და შენი ოჯახის წევრებისთვის; ** ჯანსაღი ცხოვრება: Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობა; ** ბალანსი: წელიწადში 3 დამატებითი ანაზღაურებადი დასვენების დღე (Day Off); ** კარიერა: რეალური დაწინაურების პერსპექტივა და პროფესიული ტრენინგები. მზად ხარ ახალი გამოწვევისთვის? ნუ გადადებ, გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე (CV) მისამართზე: [email protected] სათაურის ველში მიუთითე: "შიდა განვადების ოპერატორი რუსთავი". განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 10 აგვისტო, 2026 წელი შენი კარიერული ზრდა აქ იწყება! გისურვებთ წარმატებას! მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია უტყუარია. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას, მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის) იმ მოცულობითა და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 1 (ერთი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში — შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა. გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.