შოურუმის კონსულტანტი
Job description
"Midea" გახლავთ გაგრილების სისტემების და საყოფაცხოვრებო ტექნიკის მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი, რომელიც ორიენტირებულია ენერგოეფექტური ტექნოლოგიების განვითარებასა და გარემოს ზრუნვაზე. შპს ,,ემტექნიკსი” - ბრენდი „Midea"-ს საყოფაცხოვრებო კონდიცირებისა და ტექნიკის ექსკლუზიური იმპორტიორია საქართველოში. შპს „ ემტექნიკსი “ აცხადებს ვაკანსიას ბათუმში შოურუმის კონსულტანტის “- პოზიციაზე. ფუნქცია-მოვალეობები: გაუწიოს კონსულტაცია მყიდველს საქონლის მახასიათებლების, ასევე საგარანტიო მომსახურების პირობების საკითხებზე; მიაწოდოს ინფორმაცია მომხმარებელს არსებული აქციების შესახებ; ახალი პროდუქციის მიღებისას დახმარება გაუწიოს მენეჯერს დარბაზში საქონლის ეფექტურად განთავსებაში; შეამოწმოს და უზრუნველყოს მაღაზიაში განთავსებულ პროდუქციაზე ფასის ნიშნის არსებობა და სისწორე; საგამოფენო დარბაზში წარმოდგენილი პროდუქციის დაზიანების შესახებ აცნობოს ადმინისტრაციას; მონაწილეობა მიიღოს ინვენტარიზაციაში; შეასრულოს უშუალო ხელმძღვანელის ცალკეული სამსახურეობრივი დავალებები; ძირითადი მოთხოვნები: უმაღლესი განათლება (სასურველია); სამუშაო გამოცდილება (მინიმუმ 6 თვე მსგავს პოზიციაზე); რუსული და ინგლისური ენის სალაპარაკო დონეზე ცოდნა (სასურველია); საოფისე პროგრამების (Excel, Word) ცოდნა (სასურველია). პიროვნული თვისებები: კომუნიკაბელურობა; თავაზიანობა; პასუხისმგებლობის გრძნობა; დისციპლინირებულობა; გუნდური მუშაობის უნარი ანაზღაურება: ხელფასი ფიქსირებული 900 ლარი. ბონუსი 300-700 ლარი. სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე 8 სააათიანი გრაფიკით. ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://midea.selfrecruit.ge/s/cAu5