ტექნიკური მომსახურების სპეციალისტი
Job description
" ორკინი საქართველო " გეპატიჟებათ კარიერის შესაქმნელად კომერციული/სამომხმარებლო მომსახურების ინდუსტრიაში ტექნიკური მომსახურების სპეციალისტის პოზიციაზე — შექმენით ან განაახლეთ რეზიუმე და მიიღეთ გამოცდილება გლობალურ ბრენდებთან და გამოცდილ ინვესტორებთან თანამშრომლობით. პოზიციის დასახელება: ტექნიკური მომსახურების სპეციალისტი (მომავალში მარშრუტის მენეჯერი) "ორკინი საქართველო" წარმოადგენს წამყვან მულტინაციონალურ ჯგუფს Orkin International-ს, რომელიც მსოფლიოს 80-მდე ქვეყანაში ემსახურება სასტუმროებს, საწარმოებს და სხვა ბიზნესებს, მავნებლის პრევენციის და კონტროლის მიმართულებით (დერატიზაცია-დეზინსექცია-დეზინფექცია და დაკავშირებული სხვა სპეციალიზებული მომსახურება). ძირითადი მოვალეობები: ** ობიექტების (გარე და შიდა სივრცეების) შემოწმება, მონიტორინგი და ტექნიკური დამუშავება; ** სპეციალური მასალებისა და ქიმიური საშუალებების უსაფრთხო გამოყენება დადგენილი რეგულაციების შესაბამისად; ** დერატიზაცია/დეზინსექცია/დეზინფექციის სამუშაოების შესრულება; ** ყოველთვიურად გრაფიკის მიხედვით ვიზიტების წარმოება ობიექტებზე; ** ტექნიკური აპარატურის, აღჭურვილობისა და სატრანსპორტო საშუალებების მოვლა-პატრონობა; ** დამკვეთებთან კომუნიკაცია და კონსულტაცია ჰიგიენა-სანიტარიისა და შენობების მოვლის საკითხებზე; ** სამუშაო დოკუმენტაციის, ვიზიტებისა და გახარჯული რესურსების შესაბამის პლატფორმაზე აღრიცხვა; ** მარშრუტის დაგეგმვა და კოორდინაცია სერვისის მენეჯერთან და კომპანიის ხელმძღვანელობასთან; ** დამკვეთების შენიშვნებზე სწრაფი და პროფესიონალური რეაგირება; ** თანამშრომლობა კომპანიის სხვადასხვა განყოფილებებთან. სამუშაო გრაფიკი - სრული, სტანდარტული განაკვეთი ადგილმდებარეობა - თბილისი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** სასურველია უმაღლესი განათლება ან/და პროფესიული სასწავლებელი (გადამზადების კურსები); ** სასურველია, (არა აუცილებელი) სამუშაო გამოცდილება მომსახურების სფეროში; შენ იქნები იდეალური კანდიდატი, თუ: ** გაქვს მართვის მოწმობა (B კატეგორია) და ავტომობილის ტარების მინ. 2 წლიანი გამოცდილება; ** ხარ მოტივირებული და პასუხისმგებლობიანი; ** არ გაშინებს ტექნიკური, პრაქტიკული სამუშაო; ** გსურს კარიერა სტაბილურ, მოთხოვნად და საერთაშორისო სფეროში; ** შეგიძლია ეფექტური კომუნიკაცია როგორც კოლეგებთან, ისე დამკვეთებთან; ** ხარ ფიზიკურად აქტიური; ** გაინტერესებს მომსახურების ხარისხზე და ადამიანებზე ზრუნვაზე ორიენტირებული სამუშაო გარემო. რას გთავაზობთ ჩვენ? ** კომპანიის ავტომობილი საწვავით, სამუშაო მიზნებისთვის; ** კორპორაციული ნომერი; ** ჯანმრთელობის დაზღვევა; ** Fitpass; ** სტაბილური ანაზღაურება გამოცდილებისა და შედეგების შესაბამისად; ** დარგის პროფესიონალურად შესწავლა და სხვადასხვა სახის ტრენინგები; ** მუდმივი მხარდაჭერა კომპანიის მენეჯმენტისა და თანამშრომლებისგან; ** კარიერული განვითარება. ჩვენი დამკვეთები არიან: ** კვების, სასმლისა და ფარმაცევტული ინდუსტრიები; სასტუმროები, რესტორნები და კაფეები; საცალო ქსელები და კომერციული ობიექტები; კლინიკები; საცხოვრებელი კომპლექსები; საწყობები, ინდუსტრიული შენობები და სხვ. რატომ ორკინი? ** მომსახურების სფერო, რომელიც მუდმივად ვითარდება; ** კარიერა, რომელსაც გლობალური სტაბილურობა და ადგილობრივი მხარდაჭერა აქვს; ** მუდმივი სწავლება და განვითარება დარგში და კარიერაში; ** ჩვენთან თქვენ შექმნით ან განაახლებთ თქვენს რეზიუმეს გლობალურ ბრენდთან და მის წარმომადგენელ კომპანიასთან ერთად. განწყობა, პიროვნული მახასიათებლები და სწორი მოლოდინები უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე საწყისი კვალიფიკაცია! ** უნდა იყო მომსახურებაზე ორიენტირებული — გქონდეს შინაგანი სურვილი, დამკვეთს ხარისხიანად მოემსახურო; ** საჭიროა ენთუზიაზმი, ინტერესი და ცნობისმოყვარეობა — გქონდეს სწავლის სურვილი და მზაობა ახალი ცოდნის მუდმივად ათვისებაზე; ** იყო შრომისმოყვარე, ამოცანების გადაჭრის მოტივით მოქმედი და მიზანმიმართული; ** უნდა შეგეძლოს ახალი დარგის სწრაფად ათვისება - საჭიროა, რომ ახალ დარგს და ახალ ტექნიკურ სპეციალობას აუღოს ალღო, მოისმინოს და ისწავლოს მუდმივად; ** გქონდეს პოზიტიური, იმედიანი დამოკიდებულება ცხოვრებისა და განვითარების შესაძლებლობების მიმართ; ** უნდა შეგეძლოს კრიტიკის მიღება და გამოყენება პროგრესისთვის — სამართლიან შენიშვნებზე სწორი რეაგირება და თვითგანვითარება; ** გქონდეს დროის შეგრძნება — მოახერხო სამუშაო დროის ეფექტურად გამოყენება; ** მუდმივად ცდილობდე, იყო ორგანიზებული, მოწესრიგებული, ყურადღებით ეპყრობოდე დეტალებს და არ გაგაღიზიანოს რუტინულმა პროცესებმა; ** იყო ფიზიკურად აქტიური, რათა შეძლო გარე და შიდა სამუშაოების შესრულება; ** გქონდეს მზაობა უნიფორმის ტარებაზე, საჭირო აღჭურვილობით მუშაობაზე და მობილურ აპლიკაციებთან და ელ-ფოსტასთან დაკავშირებულ ამოცანებზე რეაგირებაზე. ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ CV/რეზიუმე მითითებულ მეილზე: [email protected] ან/და სამუშაო დღეებში, 09:00-18:00 საათებში, დაგვიკავშირდით ნომერზე: 577 18 41 42.