TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / წარმოების ხელმძღვანელი

წარმოების ხელმძღვანელი

strada-cafe Georgia ქართული
Posted Jul 09, 2026 1 day ago apply by Aug 09, 2026

Job description

რესტორნების ქსელი " სტრადა " და "ორო" აცხადებს ვაკანსიას წარმოების ხელმძღვანელის პოზიციაზე სამუშაო ადგილი: თბილისი; სამუშაო განაკვეთი: სრული. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** სასურველია პროფესიული განათლება კულინარიის მიმართულებით. ** პრაქტიკული მუშაობის გამოცდილება სურსათის წარმოებაში ** ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება პოზიციის მიზანი: უზრუნველყოს რესტორნის სამზარეულოში საკვების წარმოების ეფექტური, უსაფრთხო და ხარისხიანი პროცესის მართვა, კომპანიის სტანდარტებისა და მოქმედი სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვით. ძირითადი მოვალეობები: ** სამზარეულოს ყოველდღიური ოპერაციების მართვა და კოორდინაცია. ** საკვების წარმოების პროცესის დაგეგმვა და კონტროლი. ** კერძების მომზადების ტექნოლოგიური ბარათების (რეცეპტურების) დაცვაზე ზედამხედველობა. ** პროდუქციის ხარისხის, გემოს, ვიზუალისა და პორციების სტანდარტების კონტროლი. ** HACCP-ისა და სურსათის უვნებლობის მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფა. ** სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის მუდმივი მონიტორინგი. ** ნედლეულის მიღების, შენახვისა და გამოყენების კონტროლი. ** მარაგების დაგეგმვა, ინვენტარიზაციის ორგანიზება და დანაკარგების შემცირება. ** თვითღირებულების (Food Cost) კონტროლი და ოპტიმიზაცია. ** თანამშრომლების შერჩევაში, ადაპტაციასა და გადამზადებაში მონაწილეობა. ** სამზარეულოს აღჭურვილობის გამართულ მუშაობაზე ზედამხედველობა. ** ახალი მენიუს დანერგვაში შეფ-მზარეულთან და მენეჯმენტთან თანამშრომლობა. ** წარმოების ანგარიშგების მომზადება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა. ** მომხმარებელთა პრეტენზიების ანალიზი და შესაბამისი რეაგირება. პიროვნული უნარ-ჩვევები: ** პუნქტუალურობა. ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. ** გუნდური მუშაობის უნარი. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შპს "აგავას" მიერ, უფლებამოსილი პირის მეშვეობით, ხორციელდება მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია მხოლოდ კანდიდატის მიმდინარე ან/და მომავალი ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება 1 წლის ვადით. გაცნობებთ, რომ კომპანია კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. კომპანია გმობს და ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში. გაცნობებთ, რომ რეზიუმეს მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გამოგზავნის გზით, ადასტურებთ და თანხმდებით წინამდებარე პირობას პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით. თუ გსურთ მიიღოთ დამატებითი ინფორმაცია კომპანიის მიერ დამუშავებული თქვენი პერსონალური მონაცემების შესახებ, ან/და იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, ან/და გსურთ ინფორმაციის განახლება/განადგურება/წაშლა ან/და "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი თქვენი სხვა უფლების რეალიზება, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ ელფოსტაზე: [email protected] თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე [email protected] და სათაურის ველში - "Subject" მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება "საწარმოს ხელმძღვანელი" წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ მოხდება კანდიდატურის განხილვა. გისურვებთ წარმატებას!