უფროსი ბუღალტერი
Job description
კომპანია " სფერა " აცხადებს ვაკანსიას უფროსი ბუღალტრის პოზიციაზე. სამუშაო დრო: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00, შესვენება 1 საათი. ძირითადი მოვალეობები: ** ხელმძღვანელობს კომპანიის საბუღალტრო აღრიცხვის პროცესს და უზრუნველყოფს ყველა ფინანსური ოპერაციის სწორ და დროულ ასახვას. ** აკონტროლებს მთავარი წიგნის (General Ledger), დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების, ხელფასების, ძირითადი საშუალებებისა და მარაგების აღრიცხვის პროცესებს. ** უზრუნველყოფს საბანკო ანგარიშების, სალაროს, მომწოდებლებისა და სხვა ბუღალტრული ანგარიშების პერიოდულ შეჯერებას (Reconciliation). ** ამზადებს და ამოწმებს ყოველთვიურ, კვარტალურ და წლიურ ფინანსურ ანგარიშგებებს. ** უზრუნველყოფს საგადასახადო დეკლარაციების, სტატისტიკური ანგარიშგებებისა და სხვა სავალდებულო ანგარიშგებების დროულ მომზადებასა და წარდგენას. ** აკონტროლებს ფინანსური ოპერაციების შესაბამისობას IFRS-ის, საგადასახადო კანონმდებლობისა და კომპანიის შიდა პოლიტიკების მოთხოვნებთან. ** თანამშრომლობს აუდიტორებთან, საგადასახადო ორგანოებთან, ბანკებთან და სხვა შესაბამის მხარეებთან. ** ნერგავს და აუმჯობესებს შიდა საბუღალტრო კონტროლის მექანიზმებს. ** აკონტროლებს თვის, კვარტლისა და წლის დახურვის პროცესს. ** ხელმძღვანელობს ბუღალტრების საქმიანობას, ანაწილებს დავალებებს და უზრუნველყოფს სამუშაოს ხარისხიან შესრულებას. ** უზრუნველყოფს საბუღალტრო დოკუმენტაციისა და ფინანსური ჩანაწერების სათანადო წარმოებას, შენახვასა და არქივირებას. ** მონაწილეობს ფინანსური პროცესების ოპტიმიზაციისა და ავტომატიზაციის ინიციატივებში. საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები: ** უმაღლესი განათლება ბუღალტრული აღრიცხვის, ფინანსების ან შესაბამის სფეროში. ** ბუღალტრული აღრიცხვის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 6-წლიანი გამოცდილება ** IFRS-ისა და საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის სიღრმისეული ცოდნა. ** სასურველია ACCA ან სხვა პროფესიული საბუღალტრო კვალიფიკაცია. ** საბუღალტრო/ERP სისტემებთან მუშაობის გამოცდილება. ** MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა. ** პასუხისმგებლობა და ანალიტიკური აზროვნება. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე/CV გამოაგზავნეთ ელფოსტის მისამართზე [email protected] . გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.