უფროსი მოლარე მენეჯერი
Job description
ბოუნდ სოლუშენს აცხადებს ვაკანსიას უფროსი მოლარე მენეჯერი ს პოზიციაზე. სფერო: კრიპტო გადაცვლა სამუშაო გრაფიკი: 5/2 (09:00-18:00) მდებარეობა: თბილისი, რუსთაველის გამზირი ძირითადი მოვალეობები: ნაღდი ფულის მიღება/გაცემა/გადაცემა კომპანიის შიდა რეგლამენტის სრული დაცვით; ყოველდღიური სალაროს დათვლა, ნაშთების შედარება და ოპერაციების ზუსტი ფიქსაცია Google Sheets-ში; სალარო დისციპლინისა და თანამშრომელთა ოპერაციების სიზუსტის კონტროლი; ყოველდღიური და კვირეული ანგარიშგების მომზადება სალაროსა და ოპერაციულ მაჩვენებლებზე; სრული მატერიალური პასუხისმგებლობა მინდობილ ფულად სახსრებზე, სალაროს უსაფრთხოებასა და აღრიცხვის სიზუსტეზე; თანამშრომლებისთვის ამოცანების და ვადების განსაზღვრა, შესრულების მონიტორინგი; დავალებების სრულად და დროულად შესრულების შემოწმება, სტატუსების ფიქსაცია და საჭიროების შემთხვევაში შეხსენებების გაგზავნა; პროცესების სტრუქტურირება და შესრულების ეფექტიანობის გაუმჯობესება; ოფისის მდგომარეობის, დამლაგებლებისა და გარე მომწოდებლების მუშაობის კონტროლი; სახარჯო მასალების (წყალი, ყავა, საოფისე და საყოფაცხოვრებო ნივთები) შესყიდვა და მარაგების მართვა; სერვის კომპანიებთან კომუნიკაცია და კონტრაქტების კოორდინაცია; მსუბუქი ადმინისტრაციული და ოპერაციული დავალებების შესრულება. დოკუმენტაციის სტრუქტურირება და ორგანიზება (Google Drive / Notion / ოფლაინ არქივი); ტექნიკის ინვენტარიზაცია და თანამშრომელთა ონბორდინგის პროცესში მხარდაჭერა; კლიენტებთან კომუნიკაცია მესენჯერებისა და სოციალური ქსელების საშუალებით: დეტალების დაზუსტება და ვიზიტამდე/გარიგებამდე; ბაზრის დამოუკიდებლად მონიტორინგი: კურსებისა და მნიშვნელოვანი სიახლეების რეგულარული თვალყურის დევნება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება საბანკო სფეროში (ოპერაციები, სალარო, ადმინისტრაციული მართვა, პროცესების კონტროლი) ან საოპერაციო როლში (დავალებების კოორდინაცია, შესრულების კონტროლი, ანგარიშგება); ძლიერი ფინანსური უნარები: ციფრებზე ორიენტიებულობა, მაღალი სიზუსტე და პასუხისმგებლობა; ინგლისური ენის ცოდნა (დამატებითი უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად); სტრესულ გარემოში დამოუკიდებლად მუშაობის უნარი; Google Workspace-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; კრიპტოვალუტის მუშაობის საბაზისო პრინციპების ცოდნა: საფულეები, ქსელები, ტრანსფერები, დადასტურებები და საკომისიოები (მომხმარებლის დონეზე); საოპერაციო მიმართულებით კვალიფიკაციის ამაღლების და პროფესიული ზრდის სურვილი. დაინტერესების შემთხვევაში რეზიუმე გაგვიზიარეთ შემდეგ ელ.ფოსტაზე: [email protected] CV-ს გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ: თქვენი პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, დაბადების თარიღი, ელფოსტა, ინფორმაცია განათლებისა და სამუშაოგამოცდილების (ადგილის) შესახებ და სხვა თქვენს მიერ მოწოდებული დამატებითი ინფორმაცია) დამუშავდეს ან/და შენახულ იქნეს შპს „ბოუნდ ეიჩარ სოლუშენის” მიერ; ასევე ეთანხმებით, პერსონალური ინფორმაციის გადაცემას მესამე პირებისათვის (დამსაქმებელი კომპანიებისათვის); პერსონალური ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ კანდიდატების (სამუშაოს მაძიებლის) შერჩევის პროცესში; პერსონალური ინფორმაციის შენახვის ვადა შეადგენს 1 (ერთი) წელს; აქვე განგიმარტავთ, რომ თქვენ ნებისმიერ დროს გაქვთ უფლება გამოიხმოთ აღნიშნული თანხმობა და მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწვეტა (მათ შორის: წაშლა, განადგურება და ა.შ.).